აჭარის ჭიდაობის ფედერაციას ახალი პრეზიდენტი ჰყავს. ანზორ ლაზიშვილი მიმდინარე წლის 24 დეკემბერს პრეზიდენტად ერთხმად აირჩიეს. არჩევის შემდეგ მან ვიცე - პრეზიდენტებისა და ჭიდაობის ფედერაციის გამგეობის წევრების ვინაობა დაასახელა.
2016 წლის 9-10 ივლისს ქალაქ ბათუმის სასპორტო სკოლაში ჩატარდა წარსულში წარმატებული და პერსპექტიული მოჭიდავის გიგა ფარტენაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი რესპუბლიკური ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში ჭაბუკთა შორის, რომელშიც საქართველოს რეგიონების საუკეთესო სპორტსმენებმა და საზღვარგარეთიდან უძლიერესმა მოჭიდავეთა ნაკრებმა გუნდებმა მიიღეს მონაწილეობა. შეჯიბრება ორ ასაკობრივ ჯგუფში, 10 წონით კატეგორიაში გაიმართა.
მიმდინარე წლის 22 ივნისს რუმინეთის ქალაქ ბუქარესტში, ევროპის ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ახალგაზრდებს შორის ჩატარდა, სადაც აჭარის მკვიდრმა, საქართველოსა და აჭარის ნაკრების წევრმა რამაზ ზოიძემ 66 კგ. წონით კატეგორიაში უკრაინელ ათლეტს ფარვიზ ნასიბოვს სძლია და ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
მიმდინარე წლის 14 ივნისს, ქალაქ ბათუმის სასპორტო სკოლის ჭიდაობის დარბაზში ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების პრიზიორის, 2007 წლის მსოფლიო ჩემპიონის დავით ბედინაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი დაიწყო. შეჯიბრებაში საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, თურქეთისა და რუსეთის საჭიდაო კლუბების 200-მდე სპორტსმენი ასპარეზობს.