აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, მოადგილე ბადრი ნაკაშიძე და სპორტის დეპარტამენტის უფროსი ლაშა ჩავლეშვილი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულს ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში შმაგი ბოლქვაძეს შეხვდნენ.
პოლონეთის ქალაქ ვარშავაში, ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა.
ქართველმა სპორტსმენებმა 4 მედალი მოიპოვეს და საერთო გუნდურ ჩათვლაში მე-3 ადგილი დაიკავეს. შმაგი ბოლქვაძემ ყველაზე დიდი წარმატება მოიპოვა და ევროპის ჩემპიონი გახდა, ხოლო ლერი აბულაძემ ბრინჯაოს მედალი აიღო.
ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისა და ახალგაზრდებში სპორტის პოპულარიზაციის მიზნით, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება ადგილობრივი ხელისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. აჭარის სპორტის დეპარტამენტმა შესაბამისი პროგრამის ფარგლებში გამარჯვებულ სპორტსმენებსა და მწვრთნელებს ერთჯერადი ფულადი ჯილდო გადასცეს.