საერთაშორისო ტურნირი ბერძნულ-რომაულ და თავისუფალი ჭიდაობაში


2021წლის 26-28 თებერვალს, კიევში (უკრაინა) გამართულ პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე ქართველმა მოჭიდავეებმა 15 მედალი მოიპოვეს.

აქედან 11 ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ანგარიშზეა.

ვლადიმერ გეგეშიძის გუნდის წევრებმა 10 წონით კატეგორიაში 5 ოქროსა, 5 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულეს გამოსვლა, ჩვენმა ნაკრებმა კი გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.

ტურნირის ჩემპიონები გახდნენ: ნუგზარ წურწუმია (55 კგ), ლერი აბულაძე (63 კგ), რამაზ ზოიძე (67 კგ), აივენგო რიკაძე (82 კგ) და იაკობ ქაჯაია (130 კგ).

უმაღლეს ტიტულამდე თითო შეეხვედრის მოგება დააკლდათ: ჯონი ხეცურიანს (67 კგ), შმაგი ბოლქვაძეს (72 კგ), ლაშა გობაძეს (87 კგ), გიორგი მელიასა (97 კგ) და ზვიად პატარიძეს (130 კგ). რამაზ სილაგავა (55 კგ) კი მესამე საპრიზო ადგილს დასჯერდა.

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ანგარიშზე 2-2 ოქრო და ბრინჯაოა.

გიორგი იანტბელიძის გუნდიდან კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდნენ ნიკა კენჭაძე (79 კგ) და ირაკლი მწითური (92 კგ). გიორგი სულავამ (74 კგ) და გივი მაჭარაშვილმა (125 კგ) კი მესამე ადგილები დაიკავეს, გუნდურ ჩათვლაში კი მეორე ადგილზე დაასრულა გამოსვლა.

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა

5 ოქრო, 5 ვერცხლი, 1 ბრინჯაო

• ნუგზარ წურწუმია (55 კგ) – ოქრო

• ლერი აბულაძე (63 კგ) – ოქრო

• რამაზ ზოიძე (67 კგ) – ოქრო

• აივენგო რიკაძე (82 კგ) – ოქრო

• იაკობ ქაჯაია (130 კგ) – ოქრო

• ჯონი ხეცურიანი (67 კგ) – ვერცხლი

• შმაგი ბოლქვაძე (72 კგ) – ვერცხლი

• ლაშა გობაძე (87 კგ) – ვერცხლი

• გიორგი მელია (97 კგ) – ვერცხლი

• ზვიად პატარიძე (130 კგ) – ვერცხლი

• რამაზ სილაგავა (55 კგ) – ბრინჯაო

თავისუფალი ჭიდაობა

2 ოქრო, 2 ბრინჯაო

• ნიკა კენჭაძე (79 კგ) – ოქრო

• ირაკლი მწითური (92 კგ) – ოქრო

• გიორგი სულავა (74 კგ) – ბრინჯაო

• გივი მაჭარაშვილი (125 კგ) – ბრინჯაო

აჭარის სპორტის დეპარტამენტი ქართველ სპორტსმენებს ულოცავს მიღწეულ წარმატებებს.