აჭარის თასი კონტაქტურ კარატეში


დღეს, ქ. ბათუმში, რეგულაციების გათვალისწინებითა და წესების დაცვით, წელს პირველად, კარანტინის შემდეგ გაიმართა მასშტაბური სპორტული ღონისძიება კონტაქტურ კარატეში, აჭარის თასი 2021.

ღონისძიება აჭარის ა.რ სპორტის დეპარტამენტის მხარდაჭერითა და აჭარის კარატეს ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა, რომელსაც აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ბადრი ნაკაშიძე, სპორტის დეპარტამენტის უფროსი ლაშა ჩავლეშვილი, საქართველოს კონტაქტური კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ავთანდილ შენგელია, საქართველოს სპორტის განვითარების დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე ესწრებოდნენ.