შეხვედრა დიმიტრი ქინქლაძესთან


აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში, მინისტრის მოადგილე ბადრი ნაკაშიძე, სპორტის დეპარტამენტის უფროსის მოადილე მინდია ქათამაძე და დეპარტამენტის სხვა თანამშრომლები, სპორტის ოსტატს თავისუფალ და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში დიმიტრი ქინქლაძეს შეხვდნენ, რომელსაც 2020 წელს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიანიჭა საქართველოს სპორტის რაინდის წოდება.

დიმიტრი ქინქლაძე

1964 წელს მიენიჭა სპორტის ოსტატის წოდება თავისუფალ და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. 962 წელს შეიარაღებული ძალების ჩემპიონი გახდა.

1983 წლიდან მუშაობს მწვრთნელად. გინესის ორგზის რეკორდსმენი (1997-2002).

შეყვანილია XXსაუკუნის მსოფლიო გინესის რეკორდების ათეულში (2000., VIII ადგილი), 4 ჯერ დაასახელეს აჭარის 10 საუკეთესო მწვრთნელს შორის (1994,1996, 2006,2009).

მინიჭებული აქვს საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის წოდება.

შეხვედრას ესწრებოდა ვახტანგ ბლაგიძე —სპორტის დამსახურებული ოსტატი. XXII ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, მსოფლიოს ორგზის, მსოფლიო თასის მფლობელი, ევროპის ორგზის,მსოფლიო უნივერსიადის ჩემპიონი, მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული. სპორტის რაინდი 2013 წელს.