2021 წლის 17-19 აპრილს, ქ.თბილისში ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატი ,,პულში” (9-იანი), რომელშიც მონაწილეობა მიიღეს აჭარის უძლიერესმა სპორტსმენებმა გიორგი დემეტრაძემ, რუსლან თებიძემ და ლაშა მოდებაძემ.
გიორგი დემეტრაძე როგორც საქართველოს რეიტინგის 8 საუკეთესოში შემავალი განთესილი იყო და პირველ-მეორე წრე იოლად გაიარა. მეოთხედფინალში დაამარცხა საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი დავით ავაკიანი, ნახევარფინალში ასევე მრავალგზის ჩემპიონი ემილ თოფჩიევი. ეს უკვე სენსაცია იყო, ორივე ევროტურებზე თამაშობს. ფინალში, 6 საათში 34 პარტია ითამაშა, 17 მოიგო, ამდენივე წააგო.
15 წლის წინ დავით ფიფია გახდა ამ სახეობაში ჩემპიონი, გიორგი დემეტრაძემ კი ფინალში დაძაბული ბრძოლა წააგო და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა, სპორტსმენის მიღწევები მწვრთნელებისა და აჭარის ბილიარდის ფედერაციის პრეზიდენტის თემურ კახიძის დამსახურებაა.