აჭარის ჩემპიონატი მძლეოსნობაში


დღეს, ბათუმის ახალ ბულვარში გაიმართა აჭარის ჩემპიონატი მძლეოსნობაში, რომელშიც მონაწილეობა აჭარის უძლიერესმა მძლეოსნებმა მიიღეს.

ჩემპიონატი ხუთ სახეობაში ჩატარდა, კერძოდ: 60 მ. 100 მ. 200 მ. 400 მ. და სიგრძეზე ხტომაში.

გამარჯვებული და საპრიზო ადგილებზე გასული სპორტსმენები თასებით, მედლებით და სიგელებით აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ბადრი ნაკაშიძემ, სპორტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ მინდია ქათამაძემ, დეპარტამენტის განყოფილების უფროსმა ზურაბ ჭყონიამ და ფედერაციის პრეზიდენტმა კახაბერ ვაჩეიშვილმა დააჯილდოვეს .

ჩემპიონატის შემდეგ გამოვლინდება აჭარის ნაკრები, რომელიც სამომავლოდ მონაწილეობას საქართველოს ჩემპიონატებსა და პირველობებში მიიღებს.