2 აპრილს, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში სამუშაო შეხვედრით ვასილ ლიპარტელიანი (საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის განვითარების სამმართველოს უფროსი. საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი), ვლადიმერ ბოჟაძე (საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი) და შოთა გოგიტაური (საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ასისტენტი. ს.კ. „ლოკომოტივი“-ს მატჩებისა და უსაფრთხოების მენეჯერი) იმყოფებოდნენ.
შეხვედრის მთავარი საკითხი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერისტიტეტში სპორტული მენეჯმენტის სამაგისტრო და საბაკალავრო პროგრამების განხორციელება გახლდათ.
შეხვედრას ესწრებოდნენ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, მინისტრის მოადგილე ბადრი ნაკაშიძე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერისტიტეტის რექტორის მოადგილე თამარ სირაძე, ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის დეკანი ლელა თურმანიძე, სპორტის დეპატამენტის უფროსი ლაშა ჩავლეშვილი, უფროსის მოადგილე მინდია ქათამაძე და სამუშაო ჯგუფის წევრები ნიკოლოზ მეგრელიშვილი და ჯაბა ჭანტურია.