უშუს ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ვერულიძე


დღეს, ბათუმში საქართველოს უშუს ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ვერულიძე იმყოფებოდა, რომელმაც ქალაქში არსებული სპორტული ობიექტები აჭარის ა. რ. სპორტის დეპარტამნეტის უფროსის მოადგილესთან მინდია ქათამაძესთან ერთად მოინახულა. სპორტული ობიექტების შესწავლა მოხდა შემდეგი მიზნით:2021 წლის 6-12 სექტემბერს ქალაქ ბათუმში გაიმართება ბათუმის უშუს ღია საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც მონაწილეობას იღებს 12 ქვეყნის 600-ამდე სპორტსმენი.