აჭარის ა.რ. კრივის ფედერაციის მიერ ,ბათუმში სავარჯიშო დარბაზი გაიხსნა


აჭარის ა.რ. კრივის ფედერაციის მიერ ,ბათუმში სავარჯიშო დარბაზი გაიხსნა.
დარბაზი მოწყობილია საერთაშორისო სტანდარტებით, რომელიც აღჭურვილია სავარჯიშო ინვენტარითა და რინგით.
გახსნას მოწვეულ სტუმრებთან ერთად ოფიციალურად დაესწრო აჭარის ა. რ. სპორტის დეპარტამენტის უფროსი ლაშა ჩავლეშვილი, მოადგილე მინდია ქათამაძე და ქალაქ ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი.