საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ჩემპიონატზე გამოსვლის პირველივე დღეს მედლები მოიპოვა!
ტოკიოს ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ევროპირველობაზე, ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძის გაწვრთნილმა შოთა მიშველიძემ ვერცხლის მედლების მოპოვება ატაცსა და ორჭიდში შეძლო.