შეხვედრა სპორტული ორგანიზაციების წევრებთან


აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სპორტის დეპარტამენტის და აჭარაში სპორტული ორგანიზაციების ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე ისაუბრეს აჭარაში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, ასევე სპორტისა და სპორტსმენების ხელშეწყობის მექანიზმებზე.

პანდემიის მიუხედავად, აქტიურად გრძელდება მასშტაბური სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. დასკვნით ეტაპზეა ბათუმის სპორტული კომპლექსი და მიმდინარეობს ჩაქვის ძალოსანთა ბაზის მშენებლობა.

გაგრძელდება სპორტის დამსახურებული მოღვაწეებისა და ვეტერანი სპორტსმენების მხარდაჭერა. გაფართოვდება ახალგაზრდების სპორტით დაინტერესებისა და მათი ჩართულობის ხელშემწყობი პროექტები. გაგრძელდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სპორტული მოედნების მშენებლობა, სპორტული ტურიზმის განვითარება, რაც განაპირობებს დამატებითი ინვესტიციების მოზიდვას რეგიონში.