საერთაშორისო ჩემპიონატზე მკლავჭიდში “ოქროს ლომი”


4-6 ივნისს, ბულგარეთში გამართულ საერთაშორისო ჩემპიონატზე მკლავჭიდში “ოქროს ლომი”, ჩვენი რეგიონის სპორტსმენებმა ლევან პოღოსიანმა და გოგიტა ხიმშიაშვილმა საუკეთესო შედეგი აჩვენეს და სამშობლოს 4 ოქროს მედლით დაუბრუნდნენ.

დღეს, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში მინისტრის მოადგილე ბადრი ნაკაშიძე, სპორტის დეპარტამენტის უფროსი ლაშა ჩავლეშვილი, მოადგილე მინდია ქათამაძე და სხვა თანამშრომლები სპორტსმენებს შეხვდნენ და მიღწეული წარმატებები მიულოცეს.