დღეს, ხელვაჩაურის სასპორტო სკოლის ახალსოფლის საჭიდაო დარბაზში, საქართველოს ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის მიერ პირველად ჩატარდა საქართველოს პირადი პირველობა გოგონათა შორის.
მონაწილეობდნენ გოგონები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან 4 წონით კატეგორიაში, სულ 38 გოგონა.
ჩემპიონატის გამარჯვებული გახდნენ:
ანანო კინწურაშვილი, სენაკი – 40 კგ. წონით კატეგორიაში;
ეთერ ვარშანიძე, აჭარა – 40 კგ.წონით კატეგორიაში;
თამთა თებიძე, აჭარა – 50 კგ. წონით კატეგორიაში;
თამარ გეწაძე, ზესტაფონი – 50 კგ. წონით კატეგორიაში.
საპრიზო ადგილზე გასულ მონაწილებს გადაეცათ სიგელები, მედლები და ფასიანი საჩუქრები.
შეჯიბრს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ბადრი ნაკაშიძე და საქართველოს ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გელა ბერუაშვილი ესწრებოდნენ.