ქ. თბილისი, 17-19 ივნისს, ბატუტზე ხტომებში საქართველოს ჩემპიონატს მასპინძლობდა, სადაც ბათუმის სასპორტო სკოლის სპორტსმენებმა თეკლა ჩაჩავამ ჭაბუკთა I თანრიგში ოქროს, ხოლო დიდების I თანრიგში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. სანდრა ღლონტმა კი ჭაბუკთა III თანრიგში მესამე საპრიზო ადგილს დასჯერდა. ხოლო გუნდურ შეჯიბრებაში ბათუმის სასპორტო სკოლის ნაკრებმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.
სასპორტო სკოლის დირექცია ულოცავს სპორტსმენებსა და მათ მწვრთნელს ლიალია ასკეროვას გამარჯვებას და მორიგ წარმატებას უსურვებს მათ.