აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი და მინისტრის მოადგილე ბადრი ნაკაშიძე ლიცენზიატებს ლაშა გობაძეს და რამაზ ზოიძეს შეხვდნენ.


ტოკიოს ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრებთან ერთად აჭარიდან ორი ფალავანი იასპარეზებს
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი და მინისტრის მოადგილე ბადრი ნაკაშიძე ლიცენზიატებს ლაშა გობაძეს და რამაზ ზოიძეს შეხვდნენ.
შეხვედრაზე სპორტსმენების მიღწეული წარმატებების და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს.
ტოკიოს 2021 წლის ოლიმპიური თამაშების თარიღი ცნობილია
ერთი წლით გადავადებული ტოკიოს თამაშები 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება.
ბათუმელი სპორტსმენები 3 -4 აგვისტოს იბრძოლებენ გამარჯვებისთვის.
სამინისტროში გამართულ შეხვედრას სპორტის დეპარტამენტის უფროსი ლაშა ჩავლეშვილი, მოადგილე მინდია ქათამაძე და აჭარის ჭიდაობის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი ნიკოლოზ კელასოვი ესწრებოდნენ.