შეხვედრა აჭარის ნაკრებ გუნდთან ხელბურთში


საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატზე ხელბურთში პირველობისთვის მომავალ სეზონზე აჭარიდან ორი გუნდი, ბათუმის კლუბი და აჭარის ნაკრები იასპარეზებს. ეს დიდი წარმატებაა ჩვენი რეგიონისთვის.
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი და მინისტრის მოადგილე ბადრი ნაკაშიძე ხელბურთში აჭარის ნაკრები გუნდის წევრებს შეხვდნენ და უმაღლეს ლიგაში გადასვლა მიულოცეს.
შეხვედრაზე ჩემპიონატზე მოსამზადებელ და დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრეს.
სამინისტროში გამართულ შეხვედრას სპორტის დეპარტამენტის უფროსი ლაშა ჩავლეშვილი, მოადგილე მინდია ქათამაძე, აჭარის ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზურაბ ურუშაძე და გუნდის მწვრთნელები ესწრებოდნენ.