9-10 მარტს, გურჯაანი, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, უმცროსი ასაკის ჭაბუკთა შორის საქართველოს პირველობას მასპინძლობდა, სადაც ბათუმის სასპორტო სკოლის სპორტსმენებმა ორი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრეს :
ჩემპიონის ტიტული საბა სურმანიძესა (52) და ლუკა ლომაძეს (62) ერგოთ, მეორე საპრიზო ადგილი ლუკა კოჩალიძემ მოიპოვა, ხოლო მესამე საპრიზო ადგილის მფლობელები გიგა ფენჩიძე (57) და ალექსანდრე ვანაძე (85) გახდნენ.
სასპორტო სკოლის დირექცია ულოცავს სპორტსმენებს და მათ მწვრთნელებს მარადი აბულაძესა და მინდია შაინიძეს გამარჯვებას და მორიგ წარმატებას უსურვებს მათ.