2022 წლის 7-9 ოქტომბერს ქ.ბათუმში, საბილიარდე კლუბ “პირამიდაში”, აჭარის სპორტის დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით, მიმდინარეობდა აჭარის ჩემპიონატი “თავისუფალ პირამიდაში”.
ფინალურ მატჩში ერთმანეთს შეხვდა ორი გამოცდილი მობილიარდე, სპორტის ოსტატები – გიორგი დიმიტრაძე და ნუგზარ თებიძე.
ანგარიშით 5:2 გაიმარჯვა ნუგზარ თებიძემ. მესამე ადგილებზე კი გავიდნენ: ლუკა ოდილავაძე და ვახტანგ რუხაძე.
გამარჯვებული ექვსეული მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ჩემპიონატში, რომელიც 14-17 ოქტომბერს გაიმართება ქალაქ ახალქალაქში.
აღნიშნული ღონისძიება ჩატარდა აჭარის ა.რ სპორტის დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით.
საპრიზო ადგილზე გასული სპორტსმენები აჭარის სპორტის დეპარტამენტისა და აჭარის ბილიარდის ფედერაციის წარმომადგენლებმა დააჯილდოეს – თასებით, მედლებით, სიგელებითა და ფულადი პრიზით.