სამინისტროში სპორტული ფედერაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა


23-24 თებერვალს სამინისტროში სპორტული ფედერაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა, რომელსაც განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, მოადგილე ბადრი ნაკაშიძე, სპორტის დეპარტამენტის უფროსი ირმა ნიჟარაძე და დეპარტამენტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საუბარი შეეხო სპორტის მიმართულებით აქტუალურ საკითხებს, სამომავლო გეგმებსა და მიზნებს, არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებს.

ახალი დავალებები და მიზნები კი გულისხმობს სპორტის დეპარტამენტის თითოეული ფედერაციის, თითოეული მწვრთნელისა და სპორტსმენის უფრო მეტ მხარდაჭერას, რომ ყველა სახის დაფინანსება და კონკრეტული პროგრამა მიდიოდეს სპორტსმენებამდე, რადგან სპორტსმენები დეპარტამენტისთვის ზრუნვის მთავარი ობიექტია.

ეს მიდგომა კი დეპარტამენტისა თუ ფედერაციების საქმიანობის ეფექტურად და ჯეროვნად წარმართვის საწინდარია.