საქართველოს ნაკრების წევრებმა ალექსანდრიაში მიმდინარე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირზე 6 მედალი მოიპოვა


საქართველოს ნაკრების წევრებმა ალექსანდრიაში მიმდინარე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირზე 6 მედალი მოიპოვა, აქედან 1 ოქროს, 3 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი.

სხვადასხვა წონით კატეგორიებში ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლებიდან დაწინაურდნენ:

I საპრიზო ადგილი -ლაშა გობაძე (87კგ);

II საპრიზო ადგილი -ვალერი აბულაძე (63 კგ), ჯონი ხეცურიანი (67 კგ) , რობერტ კობლიაშვილი (97 კგ);

III საპრიზო ადგილი – გურამ ხეცურიანი (87 კგ) და ზვიად პატარიძე (130 კგ) .

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება სპორტის დეპარტამენტი ულოცავს სპორტსმენებს მიღწეულ წარმატებას!