26 თებერვალს მ. ვახტანგაძის სახელობის სპორტის სასახლეში ჩატარდა აჭარის ჩემპიონატი სპორტულ ცეკვებში


26 თებერვალს მ. ვახტანგაძის სახელობის სპორტის სასახლეში ჩატარდა აჭარის ჩემპიონატი სპორტულ ცეკვებში;

ჩემპიონატს ესწრებოდა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეები ბადრი ნაკაშიძე და ჯემალ სურმანიძე, სპორტის დეპარტამენტის უფროსი ირმა ნიჟარაძე და დეპარტამენტის წარმომადგენლები;

საპრიზო ადგილზე გასული მოცეკვავეები დაჯილდოვდნენ მედლებით, თასებითა და სიგელებით.

აჭარის სპორტული ცეკვების ნაკრები გუნდი სწორედ ამ ჩემპიონატზე გამარჯვებული სპორტსმენებისგან ჩამოყალიბდება .

აჭარის ა.რ. სპორტის დეპარტამენტი სპორტული ცეკვების ფედერაციას უსურვებს წარმატებას!