შეხვედრა სპორტული კარატეს ეროვნულ ფედერაციის წარმომადგენლებდთან


აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ბადრი ნაკაშიძე, სპორტის დეპარტამენტის უფროსთან ირმა ნიჟარაძესთან და ამავე დეპარტამენტის მაღალი მიღწევების სპორტის განყოფილების უფროსთან ზურაბ ჭყონიასთან ერთად, შეხვდა სპორტული კარატეს ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებს

შეხვედრაზე ფედერაციის პრეზიდენტმა თემურ გიგნაძემ აღნიშნა, რომ ახლადშექმნილი სპორტული კარატეს ფედერაცია აღიარებულია მსოფლიო და ევროპის საერთაშორისო ფედერაციების მიერ და მათ უკვე ჰყავთ ორი ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებში.

მხარეებმა დასახეს ერთობლივი თანამშრომლობის გეგმები, ასევე განიხილეს წინადადება 2024 წლის დასაწყისში ბათუმში კარატეში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ჩატარების შესახებ.