ხორვატიის დედაქალაქში EFC Circuit U14 -ის ეგიდით მიმდინარე 25th Rapir Cup -ზე, რაპირაში გუნდური შეჯიბრება გაიმართა


ხორვატიის დედაქალაქში EFC Circuit U14 -ის ეგიდით მიმდინარე 25th Rapir Cup -ზე, რაპირაში გუნდური შეჯიბრება გაიმართა.

გოგონათა შორის შერეულმა გუნდებმა იასპარეზეს. პირველი ადგილი ქართველი და კვიპროსელი მოფარიკავეებით დაკომპლექტებულმა გუნდმა მოიპოვა.

25th Rapir Cup -ის ჩემპიონები ანანო ჯინჭარაძე და ელენე თურმანიძე გახდნენ.

აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – სპორტის დეპარტამენტი ულოცავს მოფარიკავეებსა და მათ მწვრთნელს მიღწეულ შედეგს .