8-11 მარტს, მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწის, ქეთევან მუხაშარიას მემორიალი გაიმართა.
ჩემპიონატი ჩატარდა 3 კატეგორიად:
A – ქალთა წრიული ტურნირი სწრაფ ჭადრაკში ფედერაციის მიერ ნომინირებულ სპორტსმენთა მონაწილეობით;
B – ბლიც ტურნირი 14 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის;
C – ქალთა ბლიც ტურნირი ყველა მსურველის მონაწილეობით;
გამარჯვებულები: – I, II, III საპრიზო ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდნენ მედლებით, დიპლომებით და ფასიანი საჩუქრებით, ხოლო ჩემპიონი აგრეთვე თასით. ასევე, ტურნირის ყველა მონაწილეს გადაეცა სამახსოვრო საჩუქარი.
დაჯილდოებას ესწრებოდნენ: აჭარის ა.რ. სპორტის დეპარტამენტის უფროსი ირმა ნიჟარაძე, მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლის დირექტორი შოთა დავითაძე, სპორტის სასახლისა და ჭადრაკის ფედერაციის სხვა წარმომადგენლები.