Abu Dabi Klasik Trofy


მიმდინარე წლის 18 მარტს, აჭარის ფიგურული ციგურაობის ფედერაციის ორგანიზებითა და აჭარის ა.რ. სპორტის დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით, ბათუმელი მოციგურავეები გაემგზავრნენ გაერთიანებული ემირატების დედაქალაქ აბუ-დაბიში, სადაც გაიმართა საერთაშორისო ტურნირი ფიგურულ ციგურაობაში, “Abu Dabi Klasik Trofy”.

Basik Novis კატეგორიაში ასპარეზობდა სპორტული ცენტრის ბაზაზე აღზრდილი ნიკოლ ფადეევა, რომელიც 17 ქვეყნის 36 მონაწილეს შორის ღირსეულად პირველი ადგილის მფლობელი გახდა.

აღსაღნიშნავია ქეთევან მახარაძის გამოსვლაც, რომელიც ვერცხლს დაეუფლა.

ვულოცავთ ნიკოლს, ქეთევანსა და მწვრთნელებს მიღწეულ წარმატებას.