არსენ ბარაბაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი


19 მარტს ანგისის ბაზაზე აჭარის ა.რ. სპორტის დეპარტამენტის მხარდაჭერითა და აჭარის ა.რ. რეგიონალური მინი ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა არსენ ბარაბაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი.

ტურნირს ესწრებოდა აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ბადრი ნაკაშიძე, სპორტის დეპარტამენტის უფროსი ირმა ნიჟარაძე, მოადგილე ირაკლი აბულაძე, მაღალი მიღწევების სპორტის განყოფილების უფროსი ზურაბ ჭყონია და დეპარტამენტის სხვა წარმომადგენლები.

ტურნირში მონაწილე I, II და III ადგილზე გასული სპორტსმენები დაჯილდოვდნენ მედლებით, სიგელებითა და თასებით.