ღია რესპუბლიკური ტურნირი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში


დასრულდა საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, საერთაშორისო კატეგორიის არბიტრის, ღირსებისა და ფილას ორდენის კავალერის გელა ჯანელიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი, ტრადიციული, ღია რესპუბლიკური ტურნირი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, რომელსაც მ. ვახტანგაძის სპორტის სასახლე მასპინძლობდა.

ტურნირს ესწრებოდა აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ბადრი ნაკაშიძე, სპორტის დეპარტამენტის უფროსი ირმა ნიჟარაძე, მოადგილე ირაკლი აბულაძე, მაღალი მიღწევების სპორტის განყოფილების უფროსი ზურაბ ჭყონია და დეპარტამენტის სხვა წარმომადგენლები.

გამარჯვებული და პრიზიორი სპორტსმენები 13 სხვადასხვა წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ და დაჯილდოვდნენ მედლებით, თასებითა და სიგელებით.