აჭარის ჩემპიონატი ჭადრაკში


დასრულდა აჭარის ჩემპიონატი ჭადრაკში, რომელშიც მონაწილეობას იღებდა 10, 14 და 18 წლამდე გოგონები და ჭაბუკები.

ტურნირს ესწრებოდა აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ბადრი ნაკაშიძე, სპორტის დეპარტამენტის უფროსი ირმა ნიჟარაძე, მოადგილე ირაკლი აბულაძე, მაღალი მიღწევების სპორტის განყოფილების უფროსი ზურაბ ჭყონია და დეპარტამენტის სხვა წარმომადგენლები.

ტურნირები შვეიცარული სისტემით, 7 ტურად ჩატარდა. დროის კონტროლი: 45 წუთი პარტიის ბოლომდე, პირველივე სვლიდან 30 წამის დამატებით. სამივე კატეგორიაში ჯამში მონაწილეობდა 90 მოჭადრაკე.

გამარჯვებულები – I, II, III საპრიზო ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდნენ მედლებით და დიპლომებით, ხოლო ჩემპიონები აგრეთვე თასით და მივლინებული იქნებიან ქ. თბილისში შესაბამისი ასაკის 2023 წლის საქართველოს ჩემპიონატზე. ასევე, ყველა ასაკობრივ კატეგორიაში გამარჯვებულ საპრიზო სამეულს საჩუქრად გადაეცათ საერთაშორისო საჭადრაკო პლატფორმის www.chesskid.com 1 წლიანი ვაუჩერი.