დღეს, ბათუმის სასპორტო სკოლაში თენგიზ მორჩილაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ფარიკაობაში გაიმართა, რომელსაც ყოველწლიური სახე მიეცემა.
თენგიზ მორჩილაძე იყო აჭარის ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტი, ბათუმის სასპორტო სკოლის დირექტორის მოადგილე. სპორტის ოსტატი, საქართველოსა და აჭარის სპორტის დამსახურებული მუშაკი, რესპუბლიკური კატეგორიის მსაჯი, საქართველოს ხუთგზის ჩემპიონი. აჭარის ნაკრების მთავარი მწვრთნელი და საქართველოს ხმლით მოფარიკავეთა ნაკრების წევრი.
ტურნირს თენგიზ მორჩილაძის კოლეგები, მეგობრები და ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.