სავარჯიშო პროცესი უნდა წარიმართოს კოვიდ ინფექციის წინააღმდეგ, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების სრული დაცვით.
აჭარის ა.რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და აჭარის სპორტის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მოინახულეს სპორტული დარბაზები.
დარბაზები უზრუნველყოფილია შესაბამისი სანიტარულ-ჰიგიენური საშუალებებით. ადმინისტრაცია სრული პასუხისმგებლობით ასრულებს ყველა მითითებას, რათა სპორტსმენებმა შეძლონ ვარჯიშის გაგრძელება უსაფრთხო გარემოში.