შავი ზღვის დელფინი


დასრულდა აჭარის ჭადრაკის ფედერაციის მიერ ორგანიზებული ტრადიციული საჭადრაკო ფესტივალი „შავი ზღვის დელფინი“, რომელიც წელს მე-17-ჯერ ჩატარდა. ☑️ტურნირი საერთაშორისო იყო, თუმცა, კოვიდპანდემიის გამო მხოლოდ საქართველოს მასშტაბით ტარდება.

წლევანდელ ტურნირში მონაწილეობა 8-დან 20 წლამდე ასაკის 50-მდე ჭაბუკებმა და გოგონებმა მიიღო. ჩემპიონების და პრიზიორების გარდა დაჯილდოვდა სამი საუკეთესო მწვრთნელი, რომლებიც გამარჯვებულ სპორტსმენთა მიერ მოპოვებული ქულების მიხედვით გამოვლინდა.

პირველ ადგილზე სამტრედიის გუნდის მწვრთნელი ნინო ჯვარშეიშვილი გავიდა, მეორე ადგილი ოზურგეთის წარმომადგენელს ნინო წიტაიშვილს ერგო, მესამე ადგილი კი ბათუმელმა მწვრთნელმა ალექსი ტერ-კარაპეტიანმა დაიკავა. დაწესებული იყო ტურნირის დამაარსებლის, საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწის ქეთევან მუხაშავრიას სახელობის თასი, რომელიც 20 წლამდე ასაკს შორის გამარჯვებულს, აჭარის ნაკრების წევრს მარიამ ცეცხლაძეს გადაეცა.

დაჯილდოვებას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ბადრი ნაკაშიძე, აჭარის სპორტის დეპარტამენტის უფროსი ლაშა ჩავლეშვილი და მოადგილე მინდია ქათამაძე ესწრებოდნენ


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *