მიმდინარე წლის 3 ოქტომბრიდან 8 ოქტომბრის ჩათვლით, ქალაქ ბათუმში ანგისის მშვილდოსნობის ბაზაზე ჩატარდა XXVII-ე ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი მშვილდოსნობაში, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს აზერბაიჯანის, სომხეთის, ყაზახეთის, ლიეტუას, ლუქსემბურგის, პოლონეთისა და საქართველოს რეგიონების უძლიერესმა მშვილდოსნებმა.
ღონისძიება ჩატარდა აჭარის ა.რ. სპორტის დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით და აჭარის მშვილდოსნობის ფედერაციის ორგანიზებით.
გამარჯვებული და საპრიზო ადგილებზე გასული სპორტსმენები დაჯილდოვდნენ სიგელებით, მედლებითა და თასებით.