19 მარტს ანგისის ბაზაზე პარასპორტსმენთა შორის ავთანდილ ჩიხლაძის სახელობის საქართველოს 2023 წლის თასის გათამაშება დაიწყო ფეხბურთში.
ერთმანეთს დაუპირისპირდა ბათუმის ,,ბათუმი”
და ზესტაფონის ,,მარგვეთი”.
შეჯიბრს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ბადრი ნაკაშიძე დაესწრო.
თამაში ბათუმელთა გამარჯვებით ანგარიშით 2:1 დასრულდა.
შემდეგ მატჩს ისევ ბათუმელები უმასპინძლებენ, რომელიც გაიმართება ზუგდიდის გუნდთან 1-ელ აპრილს.