ანგისის მშვილდოსნობის სასროლეთმა უმასპინძლა საქართველოს თასის პირველ ეტაპს


19 მარტს ანგისის მშვილდოსნობის სასროლეთმა უმასპინძლა საქართველოს თასის პირველ ეტაპს, რომელსაც ესწრებოდა აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ბადრი ნაკაშიძე, სპორტის დეპარტამენტის უფროსი ირმა ნიჟარაძე, მოადგილე ირაკლი აბულაძე, მაღალი მიღწევების სპორტის განყოფილების უფროსი ზურაბ ჭყონია და დეპარტამენტის სხვა წარმომადგენლები.

საპრიზო კატეგორიაზე გასული ყველა სპორტსმენი დაჯილდოვდა მედლებით, სიგელებითა და თასებით.