მასობრივი ხელბურთის განვითარების სასკოლო პროგრამა


საქართველოს ხელბურთის ეროვნულლი ფედერაციის მიერ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით შემუშავდა საპილოტე პროექტი „მასობრივი ხელბურთის განვითარების სასკოლო პროგრამა“, რომლის განხორციელებაც იგეგმება დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების ჩართულობით.პროგრამა მიზნად ისახავს: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობის ფარგლებში, სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნებას. ხელბურთში (დაწყებით საფეხურზე) სასკოლო წრეების ჩამოყალიბებას, მასობრივი ხელბურთის პოპულარიზაციას, მოსწავლეების მასობრივ ჩართულობას ფიზიკურ აქტივობებში, სახალისო მოძრავ თამაშებში (ხელბურთის ელემენტებით) და ამ გზით ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვის ხელშეწყობას.

პროექტის განხორციელებასა და ხელშეწყობაში ჩართულია აჭარის ა.რ სპორტის დეპარტამენტი.

დღეს, პროექტის პრეზენტაცია გაიმართა რომელსაც ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ვახტან მეიფარიანი, საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგწნელი გია ბეგიაშვილი დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მინდია ქათამაძე ესწრებოდა.

პროექტის ფარგლებში აპრილში სპორტის საერთაშორისო დღეს და 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს გაიმართება შიდა სასკოლო ფესტივალი „სასკოლო ხელბურთი“ , მონაწილეებს გადაეცემათ სიგელები.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *