თვე: ივნისი 2021

  • აჭარის ა.რ. კრივის ფედერაციის მიერ ,ბათუმში სავარჯიშო დარბაზი გაიხსნა

    აჭარის ა.რ. კრივის ფედერაციის მიერ ,ბათუმში სავარჯიშო დარბაზი გაიხსნა

    აჭარის ა.რ. კრივის ფედერაციის მიერ ,ბათუმში სავარჯიშო დარბაზი გაიხსნა.დარბაზი მოწყობილია საერთაშორისო სტანდარტებით, რომელიც აღჭურვილია სავარჯიშო ინვენტარითა და რინგით.გახსნას მოწვეულ სტუმრებთან ერთად ოფიციალურად დაესწრო აჭარის ა. რ. სპორტის დეპარტამენტის უფროსი ლაშა ჩავლეშვილი, მოადგილე მინდია ქათამაძე და ქალაქ ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი.

  • უშუს ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ვერულიძე

    უშუს ფედერაციის პრეზიდენტი  გიორგი ვერულიძე

    დღეს, ბათუმში საქართველოს უშუს ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ვერულიძე იმყოფებოდა, რომელმაც ქალაქში არსებული სპორტული ობიექტები აჭარის ა. რ. სპორტის დეპარტამნეტის უფროსის მოადგილესთან მინდია ქათამაძესთან ერთად მოინახულა. სპორტული ობიექტების შესწავლა მოხდა შემდეგი მიზნით:2021 წლის 6-12 სექტემბერს ქალაქ ბათუმში გაიმართება ბათუმის უშუს ღია საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც მონაწილეობას იღებს 12 ქვეყნის 600-ამდე სპორტსმენი.