-
მასობრივი ხელბურთის განვითარების სასკოლო პროგრამა
საქართველოს ხელბურთის ეროვნულლი ფედერაციის მიერ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით შემუშავდა საპილოტე პროექტი „მასობრივი ხელბურთის განვითარების სასკოლო პროგრამა“, რომლის განხორციელებაც იგეგმება დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების ჩართულობით.პროგრამა მიზნად ისახავს: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობის ფარგლებში, სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნებას. ხელბურთში (დაწყებით საფეხურზე) სასკოლო წრეების ჩამოყალიბებას, მასობრივი ხელბურთის პოპულარიზაციას, მოსწავლეების მასობრივ ჩართულობას ფიზიკურ აქტივობებში, სახალისო მოძრავ თამაშებში…
-
მარიამ ბოლქვაძე ყაზახეთის დედაქალაქ ნურ-სულთანში საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული გახდა
23 წლის ბათუმელი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე ყაზახეთის დედაქალაქ ნურ-სულთანში საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული გახდა. აჭარის ა.რ სპორტის დეპარტამენტი ულოცავს მარიამს გამარჯვებას, გვიხარია ჩვენი წვლილი სპორტსმენის წარმატებებში.
-
ფუტვოლეის მსოფლიო ტურნირი
ფუტვოლეის მსოფლიო ტურნირი 2021 ბათუმის ქვიშის მოედანზე ისრაელის გამარჯვებით დასრულდა. სასიხარულოა, რომ ფუტვოლეის მსოფლიო ფედერაციის გადაწყვეტილებით, ჩემპიონატი ყოველწლიურად ბათუმში გაიმართება, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს სპორტული ტურიზმის განვითარებას.
-
შეხვედრა აჭარის ნაკრებ გუნდთან ხელბურთში
საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატზე ხელბურთში პირველობისთვის მომავალ სეზონზე აჭარიდან ორი გუნდი, ბათუმის კლუბი და აჭარის ნაკრები იასპარეზებს. ეს დიდი წარმატებაა ჩვენი რეგიონისთვის.აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი და მინისტრის მოადგილე ბადრი ნაკაშიძე ხელბურთში აჭარის ნაკრები გუნდის წევრებს შეხვდნენ და უმაღლეს ლიგაში გადასვლა მიულოცეს.შეხვედრაზე ჩემპიონატზე მოსამზადებელ და დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრეს.სამინისტროში გამართულ შეხვედრას სპორტის დეპარტამენტის უფროსი…
-
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი და მინისტრის მოადგილე ბადრი ნაკაშიძე ლიცენზიატებს ლაშა გობაძეს და რამაზ ზოიძეს შეხვდნენ.
ტოკიოს ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრებთან ერთად აჭარიდან ორი ფალავანი იასპარეზებსაჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი და მინისტრის მოადგილე ბადრი ნაკაშიძე ლიცენზიატებს ლაშა გობაძეს და რამაზ ზოიძეს შეხვდნენ.შეხვედრაზე სპორტსმენების მიღწეული წარმატებების და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს.ტოკიოს 2021 წლის ოლიმპიური თამაშების თარიღი ცნობილიაერთი წლით გადავადებული ტოკიოს თამაშები 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება.ბათუმელი სპორტსმენები…
-
ქ. თბილისი, 17-19 ივნისს, ბატუტზე ხტომებში საქართველოს ჩემპიონატს მასპინძლობდა
ქ. თბილისი, 17-19 ივნისს, ბატუტზე ხტომებში საქართველოს ჩემპიონატს მასპინძლობდა, სადაც ბათუმის სასპორტო სკოლის სპორტსმენებმა თეკლა ჩაჩავამ ჭაბუკთა I თანრიგში ოქროს, ხოლო დიდების I თანრიგში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. სანდრა ღლონტმა კი ჭაბუკთა III თანრიგში მესამე საპრიზო ადგილს დასჯერდა. ხოლო გუნდურ შეჯიბრებაში ბათუმის სასპორტო სკოლის ნაკრებმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.სასპორტო სკოლის დირექცია ულოცავს სპორტსმენებსა და მათ მწვრთნელს ლიალია…
-
საქართველოს პირადი პირველობა გოგონათა შორის ქართულ ჭდაობაში
დღეს, ხელვაჩაურის სასპორტო სკოლის ახალსოფლის საჭიდაო დარბაზში, საქართველოს ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის მიერ პირველად ჩატარდა საქართველოს პირადი პირველობა გოგონათა შორის.მონაწილეობდნენ გოგონები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან 4 წონით კატეგორიაში, სულ 38 გოგონა.ჩემპიონატის გამარჯვებული გახდნენ:ანანო კინწურაშვილი, სენაკი – 40 კგ. წონით კატეგორიაში;ეთერ ვარშანიძე, აჭარა – 40 კგ.წონით კატეგორიაში;თამთა თებიძე, აჭარა – 50 კგ. წონით კატეგორიაში;თამარ გეწაძე, ზესტაფონი –…
-
საერთაშორისო ჩემპიონატზე მკლავჭიდში “ოქროს ლომი”
4-6 ივნისს, ბულგარეთში გამართულ საერთაშორისო ჩემპიონატზე მკლავჭიდში “ოქროს ლომი”, ჩვენი რეგიონის სპორტსმენებმა ლევან პოღოსიანმა და გოგიტა ხიმშიაშვილმა საუკეთესო შედეგი აჩვენეს და სამშობლოს 4 ოქროს მედლით დაუბრუნდნენ. დღეს, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში მინისტრის მოადგილე ბადრი ნაკაშიძე, სპორტის დეპარტამენტის უფროსი ლაშა ჩავლეშვილი, მოადგილე მინდია ქათამაძე და სხვა თანამშრომლები სპორტსმენებს შეხვდნენ და მიღწეული წარმატებები მიულოცეს.
-
“გია მახარაძის თასი” ელვისებურ ჭადრაკში
აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 12-13 ივნისს, ქ. ბათუმის სასპორტო სკოლის ჭადრაკის დარბაზში გაიმართა “გია მახარაძის თასი” ელვისებურ ჭადრაკში.ღონისძიება ჩატარდა ორი ტურნირის სახით: 12 და 18 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის.ტურნირები ჩატარდა 7 ტურად, შვეიცარული სისტემით, დროის კონტროლი: 5 წუთი პარტიის ბოლომდე.აღსანიშნავია, რომ ორივე ტურნირის გამარჯვებული და გიას სახელობის თასის მფლობელი გახდა დემეტრე გოგიაშვილი!12 წლამდე ჭაბუკთა…
-
ბათუმის სარაგბო კლუბი საქართველოს ვიცეჩემპიონი გახდა!
ბათუმის სარაგბო კლუბი საქართველოს ვიცეჩემპიონი გახდა!