-
პარაფესტივალი “ბათუმი 2021”
18-19 დეკემბერს, ბათუმში პატაფესტივალი “ბათუმი 2021” სპორტის 6 სახეობაში გაიმართა. ბათუმის პარაფესტივალი ყოველწლიურად ტარდება და მასში სხვადასხვა მუნიციპალიტეტის სპორტსმენები მონაწილეობენ. დაჯილდოვების ცერემონიალს აჭარის ა.რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ბადრი ნაკაშიძე, სპორტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მინდია ქათამაძე დაესწრნენ.
-
შავი ზღვის დელფინი
დასრულდა აჭარის ჭადრაკის ფედერაციის მიერ ორგანიზებული ტრადიციული საჭადრაკო ფესტივალი „შავი ზღვის დელფინი“, რომელიც წელს მე-17-ჯერ ჩატარდა. ტურნირი საერთაშორისო იყო, თუმცა, კოვიდპანდემიის გამო მხოლოდ საქართველოს მასშტაბით ტარდება. წლევანდელ ტურნირში მონაწილეობა 8-დან 20 წლამდე ასაკის 50-მდე ჭაბუკებმა და გოგონებმა მიიღო. ჩემპიონების და პრიზიორების გარდა დაჯილდოვდა სამი საუკეთესო მწვრთნელი, რომლებიც გამარჯვებულ სპორტსმენთა მიერ მოპოვებული ქულების მიხედვით გამოვლინდა. პირველ…
-
მასობრივი ხელბურთის განვითარების სასკოლო პროგრამა
საქართველოს ხელბურთის ეროვნულლი ფედერაციის მიერ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით შემუშავდა საპილოტე პროექტი „მასობრივი ხელბურთის განვითარების სასკოლო პროგრამა“, რომლის განხორციელებაც იგეგმება დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების ჩართულობით.პროგრამა მიზნად ისახავს: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობის ფარგლებში, სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნებას. ხელბურთში (დაწყებით საფეხურზე) სასკოლო წრეების ჩამოყალიბებას, მასობრივი ხელბურთის პოპულარიზაციას, მოსწავლეების მასობრივ ჩართულობას ფიზიკურ აქტივობებში, სახალისო მოძრავ თამაშებში…
-
მარიამ ბოლქვაძე ყაზახეთის დედაქალაქ ნურ-სულთანში საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული გახდა
23 წლის ბათუმელი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე ყაზახეთის დედაქალაქ ნურ-სულთანში საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული გახდა. აჭარის ა.რ სპორტის დეპარტამენტი ულოცავს მარიამს გამარჯვებას, გვიხარია ჩვენი წვლილი სპორტსმენის წარმატებებში.
-
ქ. თბილისი, 17-19 ივნისს, ბატუტზე ხტომებში საქართველოს ჩემპიონატს მასპინძლობდა
ქ. თბილისი, 17-19 ივნისს, ბატუტზე ხტომებში საქართველოს ჩემპიონატს მასპინძლობდა, სადაც ბათუმის სასპორტო სკოლის სპორტსმენებმა თეკლა ჩაჩავამ ჭაბუკთა I თანრიგში ოქროს, ხოლო დიდების I თანრიგში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. სანდრა ღლონტმა კი ჭაბუკთა III თანრიგში მესამე საპრიზო ადგილს დასჯერდა. ხოლო გუნდურ შეჯიბრებაში ბათუმის სასპორტო სკოლის ნაკრებმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.სასპორტო სკოლის დირექცია ულოცავს სპორტსმენებსა და მათ მწვრთნელს ლიალია…
-
საქართველოს პირადი პირველობა გოგონათა შორის ქართულ ჭდაობაში
დღეს, ხელვაჩაურის სასპორტო სკოლის ახალსოფლის საჭიდაო დარბაზში, საქართველოს ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის მიერ პირველად ჩატარდა საქართველოს პირადი პირველობა გოგონათა შორის.მონაწილეობდნენ გოგონები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან 4 წონით კატეგორიაში, სულ 38 გოგონა.ჩემპიონატის გამარჯვებული გახდნენ:ანანო კინწურაშვილი, სენაკი – 40 კგ. წონით კატეგორიაში;ეთერ ვარშანიძე, აჭარა – 40 კგ.წონით კატეგორიაში;თამთა თებიძე, აჭარა – 50 კგ. წონით კატეგორიაში;თამარ გეწაძე, ზესტაფონი –…
-
“გია მახარაძის თასი” ელვისებურ ჭადრაკში
აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 12-13 ივნისს, ქ. ბათუმის სასპორტო სკოლის ჭადრაკის დარბაზში გაიმართა “გია მახარაძის თასი” ელვისებურ ჭადრაკში.ღონისძიება ჩატარდა ორი ტურნირის სახით: 12 და 18 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის.ტურნირები ჩატარდა 7 ტურად, შვეიცარული სისტემით, დროის კონტროლი: 5 წუთი პარტიის ბოლომდე.აღსანიშნავია, რომ ორივე ტურნირის გამარჯვებული და გიას სახელობის თასის მფლობელი გახდა დემეტრე გოგიაშვილი!12 წლამდე ჭაბუკთა…
-
ბათუმის სარაგბო კლუბი საქართველოს ვიცეჩემპიონი გახდა!
ბათუმის სარაგბო კლუბი საქართველოს ვიცეჩემპიონი გახდა!
-
აჭარის ა.რ. კრივის ფედერაციის მიერ ,ბათუმში სავარჯიშო დარბაზი გაიხსნა
აჭარის ა.რ. კრივის ფედერაციის მიერ ,ბათუმში სავარჯიშო დარბაზი გაიხსნა.დარბაზი მოწყობილია საერთაშორისო სტანდარტებით, რომელიც აღჭურვილია სავარჯიშო ინვენტარითა და რინგით.გახსნას მოწვეულ სტუმრებთან ერთად ოფიციალურად დაესწრო აჭარის ა. რ. სპორტის დეპარტამენტის უფროსი ლაშა ჩავლეშვილი, მოადგილე მინდია ქათამაძე და ქალაქ ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი.
-
თენგიზ მორჩილაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ფარიკაობაში
დღეს, ბათუმის სასპორტო სკოლაში თენგიზ მორჩილაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ფარიკაობაში გაიმართა, რომელსაც ყოველწლიური სახე მიეცემა. თენგიზ მორჩილაძე იყო აჭარის ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტი, ბათუმის სასპორტო სკოლის დირექტორის მოადგილე. სპორტის ოსტატი, საქართველოსა და აჭარის სპორტის დამსახურებული მუშაკი, რესპუბლიკური კატეგორიის მსაჯი, საქართველოს ხუთგზის ჩემპიონი. აჭარის ნაკრების მთავარი მწვრთნელი და საქართველოს ხმლით მოფარიკავეთა ნაკრების წევრი. ტურნირს თენგიზ მორჩილაძის კოლეგები,…